05:27 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-12 12:32:35, 1396 ნახვა

სამართალი
პროკურატურაში ქალთა მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობის თემაზე მეორე მენტორინგის პროგრამა დაიწყო

საქართველოს პროკურატურაში ქალთა მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობის თემაზე, მეორე მენტორინგის პროგრამა დაიწყო. შეხვედრა საქართველოს პროკურატურისა და ევროპის საბჭოს პროექტის წარმომადგენლებმა გახსნეს.

პროგრამის დაწყებას წინ უძღოდა ტრენინგი ქალაქ ბუდაპეშტში, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს პროკურატურიდან ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებზე მუშაობის გამოცდილების მქონე 5-მა სპეციალიზებულმა პროკურორმა სიღრმისეული გადამზადება გაიარა. გადამზადებული პროკურორები ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის თემაზე, მენტორობას სპეციალიზებულ პროკურორებს გაუწევენ.

მენტორინგის პროგრამა 8 თვის განმავლობაში გაგრძელდება და ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის თემაზე მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს.

მენტორინგის პროგრამის გახსნა,საქართველოს პროკურატურის საინფორმაციო კამპანიის ნაწილია, რომლის მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის პრევენციაა.

პროკურორთა შესაძლებლობების გაძლიერება და გენდერულად სენსიტიურ თემებზე კვალიფიკაციის ამაღლება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
#არაფემიციდს

#მკვლელობაისჯებამკაცრად

#შეაჩერეფემიციდი

#სიყვარულიარკლავს

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics