|
2022-10-10 16:43:02, 1629 ნახვა
რეგიონი
ლატვიის სამოგზაურო ტელეშოუ “We are coming to you” აჭარაზე გადაცემას ამზადებს
ლატვიის სამოგზაურო ტელეშოუ “We are coming to you” აჭარაზე გადაცემას ამზადებს. პოპულარული შოუს ეთერში აქცენტი ბათუმის, როგორც საზღვაო და სამთო ტურისტული პროდუქტებით მრავალფეროვან ქალაქზე კეთდება. გადამღები ჯგუფის ობიექტივში ბათუმის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებსა და ინფრასტრუქტურასთან ერთად გონიოს ციხე, ბოტანიკური ბაღი და მთიანი აჭარა მოხვდა. გადაცემა ლატვიის ცენტრალურ არხზე ოქტომბერში გავა და მას ასიათასობით მაყურებელი იხილავს. ლატვიის სამოგზაურო ტელეშოუ რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით სტუმრობდა. ლატვია აჭარისთვის ერთ-ერთი საინტერესო ტურისტული ბაზარია. რიგადან აჭარას სტუმრობდა წამყვანი მედიასაშუალებების ჟურნალისტები, რომლებმაც რეგიონის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობების, მთისა და ზღვის ტურისტული მიმართულებების შესახებ სტატიები და სიუჟეტები გამოაქვეყნეს. წელს, პირველად ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები განხორციელდა რიგადან, სადაც აჭარის ტურისტული პოტენციალის რეკლამა აქტიურად მიმდინარეობდა. გარდა ამისა, გვიან გაზაფხულზე ბათუმს ლატვიის მსხვილი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებიც სტუმრობდნენ, რომელთა მიერ შემუშავებულმა ტურისტულმა პაკეტებმა ხელი შეუწყო აჭარაში ლატვიელი ტურისტების შემოყვანას.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)