|
2022-09-15 15:12:07, 1398 ნახვა
რეგიონი
შუახევის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წელი დაიწყო
შუახევის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წელი დაიწყო. შუახევის მერი ომარ ტაკიძე, ნიგაზეული, ფურტიოს, ბუთურაულის, ნენიის საჯარო სკოლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრო. მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვა. სწავლის დაწყების პირველ დღეს მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში საქართველოს ჰიმნი აჟღერდა და სახელმწიფო დროშა აღიმართა. საჯარო სკოლის 115 პირველკლასელს პორტაბელური კომპიუტერი და იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა”, ხოლო საჯარო სკოლების ყველა მოსწავლეს, სასწავლო სახელმძღვანელოების სრული პაკეტი უფასოდ გადაეცა. სკოლები უზრუნველყოფილია შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსითა და ინვენტარით. მიმდინარე წელსაც, ყველა მოსწავლე ისარგებლებს ტრანსპორტირების პროგრამით. შუახევში სულ 1468 მოსწავლე, 43 საჯარო და საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმიდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის კერძო სკოლაა. ომარ ტაკიძესთან ერთად, ახალი სასაწავლო წლის დაწყება მიულოცეს საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძემ, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა, ანზორ ბოლქვაძემ, ფრიდონ ფუტკარაძემ, რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ედუარდ გოგრაჭაძემ და სხვა ხელისუფლების წარმომადგენლებმა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)