|
2022-09-14 11:33:24, 1407 ნახვა
სამართალი
ნეკა დოროყაშვილი - ნიკოლოზი, ჩემი დასჯის მიზნით, საბანკო ბარათს ბლოკავდა - მივსულვარ მარკეტში, მიყიდია და ვერ ვიხდიდი
ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის ცოლი, ნეკა დოროყაშვილი აცხადებს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი მასზე მანიპულირებდა, როდესაც უმუშევარი იყო და საოჯახო ბიუჯეტი იყო საერთო. როგორც ნეკა დოროყაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, როდესაც მოხდებოდა რაიმე სახის კონფლიქტი, ბასილაშვილი,დასჯის მიზნით, საბანკო ბარათს უბლოკავდა. "როდესაც მოხდებოდა რაიმე სახის კონფლიქტი, ის ბლოკავდა კარტას ჩემი დასჯის მიზნით. წამიყვანია ბავშვი მაგალითად ექიმთან, აფთიაქში მივსულვარ, სუპერმარკეტში - მიყიდია ნივთები, დამიდია “კარტა” და ვერ ვიხდიდი. ეს იყო ძალიან ხშირი. ნიკოლოზს სურდა შევხვეწებოდი 1-2 კვირა რომ აეხსნა ბლოკი, ამას აკეთებდა ჩემი მანიპულაციის მიზნით, რომ დავეკნინებინე, - აღნიშნა ნეკა დოროყაშვილმა. ცნობისთვის, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით 22 მაისს დააკავეს. მოგვიანებით კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)