08:34 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-12 15:36:28, 1850 ნახვა

სამართალი
სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტმა საველე სწავლება ჩაატარა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის მიერ დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით ჩატარებულ საველე სწავლებას დაესწრო.

საწვრთნელი ოპერაციის მიზანს მძევლის გათავისუფლება და ტერორისტების მიერ ქიმიური და რადიაციული ნივთიერებების გავრცელების აღკვეთა წარმოადგენდა, რასაც სწავლების მონაწილეებმა თავი წარმატებით გაართვეს.

საველე სწავლებაში მონაწილეობა მიიღო სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის 70-მდე წარმომადგენელმა. სწავლებისას გამოყენებული იყო UH-1H იროკეზის ტიპის შვეულმფრენი, 4 ერთეული “კობრას” ტიპის ჯავშანმანქანა და 1 ერთეული სამედიცინო ჯავშანმანქანა “მგელი”.
საველე სწავლებას ხელმძღვანელობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, გენერალ-მაიორი გიგა ნიკოლეიშვილი.

სწავლების დასრულების შემდეგ მოწვეულმა სტუმრებმა ჯავშანტექნიკა და გამნაღმველთა სპეციალური აღჭურვილობა  დაათვალიერეს.

საჩვენებელ ღონისძიებას საქართველოში ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და აშშ-ის  თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებმაც სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სწავლება მაღალ დონეზე შეაფასეს.

საწვრთნელ ოპერაციას ესწრებოდნენ უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, გენერალ-მაიორი ლევან ახობაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დანაყოფების ხელმძღვანელები, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე და კომიტეტის წევრები.
 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics