|
2022-07-27 17:48:51, 2079 ნახვა
რეგიონი
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე სოფელ ხეოთის მაცხოვრებლებს შეხვდნენ
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე და მოადგილე დავით ტაბატაძე სოფელ ხეოთის მაცხოვრებლებს შეხვდნენ. სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელში ახალი ამბულატორია დაათვალიერეს, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე კი მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სხვა არსებული საჭიროებების შესახებ იმსჯელეს. შეხვედრაზე , ახალი საჯარო სკოლის მშენებლობის , სოფლის გაზიფიცირების, დამატებით ახალი გარე განათების სისტემის მოწყობისა და შიდა გზების მოწესრიგების თაობაზე ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ სოფელი ხეოთი მაღალმთიან დასახლებას წარმოადგენს, სადაც 255 მაცხოვრებელია. ადგილობრივები აქ კანონით გათვალისწინებული სხვადასხვა შეღავათებით სარგებლობენ.
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)