|
2022-07-25 18:18:09, 1280 ნახვა
ეკონომიკა
ქვრივიშვილი - ისრაელიდან ახალი მიმართულების დამატება ხელს შეუწყობს ამ ქვეყნიდან ტურისტული ნაკადების ზრდას, განსაკუთრებით, მიმდინარე ზაფხულის სეზონზე
ისრაელის ავიაკომპანია Arkia საქართველოში ახალ მიმართულებას ამატებს და მრავალჯერად ჩარტერულ ფრენებს ეილათი - ბათუმი - ეილათის საჰაერო ხაზზე შეასრულებს. რეისები ეილათსა და ბათუმს შორის 7 აგვისტოდან 29 აგვისტოს ჩათვლით, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათს და პარასკევს განხორციელდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი დადებითად აფასებს ამ გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ ისრაელიდან ახალი მიმართულების დამატება ხელს შეუწყობს ამ ქვეყნიდან ტურისტული ნაკადების ზრდას, განსაკუთრებით, მიმდინარე ზაფხულის სეზონზე. „ისრაელი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია, რომელიც მზარდია. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რათა მეტი ტურისტი მოვიზიდოთ ისრაელიდან," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)