09:28 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-19 13:37:14, 1368 ნახვა

სამართალი
ქუთაისის საჯარო სკოლის კუთვნილი თანხების მითვისების ფაქტზე ბრალი ყოფილ ბუღალტერს წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე, სსიპ ქუთაისის N22-ე საჯარო სკოლის ყოფილ ბუღალტერს ბრალდება წარუდგინა.

 უწყების ცნობით, გამოძიება განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის მიერ ჩატარებული შემოწმების საფუძველზე დაიწყო, რომლის მიხედვითაც ქუთაისის N22-ე საჯარო სკოლის ყოფილი ბუღალტრის მიერ შესაძლოა ადგილი ჰქონოდა სკოლის კუთვნილი თანხების  მითვისების ფაქტს.  

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა სკოლის საბანკო ანგარიშიდან საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა და მიითვისა დიდი ოდენობით თანხა.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ" და მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით წარედგინა (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ფულადი თანხის მითვისება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics