10:12 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-11 16:20:02, 1398 ნახვა

სამართალი
პენიტენციური სამსახური გლდანის ციხეში მომხდარ სუიციდის ფაქტზე განმარტებას აკეთებს

 პენიტენციური სამსახურის ცნობით, 11 ივლისს გლდანის დაწესებულებაში მოთავსებულმა პატიმარმა, დაახლოებით 03:10 საათზე,  სუიციდი განახორციელა, ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა   სამსახურის ცალკეული თანამშრომლების მხრიდან  სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე დაიწყო.

 უწყების ცნობით, გამოძიების დაწყების საფუძველი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცხელ ხაზზე, პენიტენციური სამსახურიდან შემოსული შეტყობინება გახდა, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის 11 ივლისს, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულმა პატიმარმა, დაახლოებით 03:10 საათზე,  სუიციდი განახორციელა.

" სპეციალური საგამოძიებო სამსახური შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას"- ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებელუბაში პატიმარმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics