15:56 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-15 12:52:20, 1365 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით მოცვის პლანტაცია ოზურგეთში 2ჰა-ზე გაშენდა

საქართველოს ბანკი აგრომიმართულების გაძლიერებას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით ოზურგეთში, ექადიას ტერიტორიაზე 2ჰა-ზე მოცვის პლანტაცია გაშენდა. პროექტის ჯამური მოცულობა 140 000 ლარია. ბანკის თანამონაწილეობა კი 90 000 ლარს შეადგენს. 

„ჩვენი მოცვის პლანტაცია ნაწილობრივ სტარტაპია, რომლის ჩამოყალიბებაშიც ჩვენი პარტნიორი, საქართველოს ბანკი დაგვეხმარა. ამ ეტაპზე, იმ 2 ჰა- ტერიტორიაზე, სადაც მოცვი გავაშენეთ, საწყის ეტაპზე ველით 6 ტონა მოსავალს, 4 წლის შემდეგ გვაქვს მოლოდინი რომ ის  15 ტონამდე გაიზრდება. ჩვენ დამატებით  ვფლობთ 2 ჰა- მოცულობის  აუთვისებელ მიწას და გვინდა ეს ტერიტორიაც სამომავლოდ კვლავ მოცვის პლანტაციისთვის გამოვიყენოთ“,- ამბობს მცირე მეწარმე, ირაკლი კარსანიძე.

„კენკროვანი კულტურები კერძოდ კი, მოცვი საკმაოდ პოპულარულია ბოლო პერიოდში. ის  აქტიურად გადის ექსპორტზე. ექსპორტის წილი წლიდან წლამდე იზრდება, რაც ქართველ ფერმერებს აძლევს შესაძლებლობას, აწარმოონ და სარეალიზაციოდ გაიტანონ მოცვი ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ამით კიდევ უფრო მეტად განავითარონ ბიზნესი. მიგვაჩნია, რომ ასეთი წამოწყებების მხარდაჭერით ჩვენც შეგვაქვს ჩვენი მოკრძალებული წვლილი რეგიონის და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, ბიზნესის გაძლიერებაში და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში“,- განაცხადა გიორგი ბოჩიკაშვილმა, საქართველოს ბანკის მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მომზადდა
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics