17:22 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-03 09:43:42, 1074 ნახვა

ეკონომიკა
თურქეთმა და გაერომ რუსეთთან და უკრაინასთან მარცვლეულის დერეფანის გახსნას მიაღწიეს

თურქეთმა და გაერომ შეძლეს შეთანხმება რუსეთთან და უკრაინასთან მარცვლეულის ექსპორტისთვის დერეფნის გახსნაზე, რომელიც უკრაინის პორტებშია ჩარჩენილი. ამის შესახებ თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu-სთვის გახდა ცნობილი.

თურქულ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით, მედია იტყობინება, რომ ამ ძალისხმევის კულმინაცია შეიძლება იყოს სტამბოლში შეთანხმების ხელმოწერა.

Anadolu-ს ცნობით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საბოლოოდ შეძლო გარკვეული წარმატების მიღწევა დიპლომატიურ მცდელობებში „მარცვლოვანი კონფლიქტის“ გადაწყვეტის მიზნით. ომის დაწყებიდანვე ინარჩუნებდა ნეიტრალურ პოზიციას უკრაინასა და რუსეთს შორის.
   როგორც მოსალოდნელი იყო, სტამბოლში ანკარასა და გაეროს შუამავლობით მოსკოვსა და კიევს შორის ურთიერთობის მარეგულირებელი ცენტრის შექმნა იგეგმება. ამ ინიციატივის ფარგლებში მსოფლიო ბაზრებზე 20 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტი განხორციელდება.

თუმცა, პროგნოზების მიხედვით, უკრაინაში ხორბლის მოსავალი 40%-ით შემცირდება, კერძოდ, ამ სეზონზე 19 მილიონ ტონაზე ოდნავ მეტი ხორბალი იქნება მოსავალი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics