|
2022-06-02 14:27:49, 1110 ნახვა
ეკონომიკა
2022 წლის მოსწავლეთა კომპანია ცნობილია
2022 წლის 14 მაისს, 14:00-დან 18:00 საათამდე, ალტე უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, „ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო"-მ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის „სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა ევროპასა და ევრაზიაში" ფარგლებში, თიბისი და ალტე უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, გამართა ჯუნიორ ეჩივმენტის პროგრამის „მეწარმეობის საფუძვლების" სწავლების ფარგლებში შექმნილი მოსწავლეთა კომპანიების კონკურსი „წლის მოსწავლეთა კომპანია". ღონისძიებაზე კონკურსის საფუძველზე შერჩეულმა ხუთმა საუკეთესო მოსწავლეთა კომპანიამ ჟიურის წინაშე წარმოადგინა პრეზენტაცია, კომპანიის რეპორტი და მოკლე ვიდეო,, რომლის საფუძველზეც გამოვლინდა გამარჯვებული.2022 წლის საუკეთესო მოსწავლეთა კომპანია გახდა გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემიის კომპანია „IRIGO". ეს არის კომპანია, რომელიც აწარმოებს ავტომატურ სარწყავ სისტემას სახლის მცენარეებისთვის. მათი პროდუქტი ინოვაციურია და ბაზარზე მისი ანალოგი არ არსებობს. მოსწავლეებმა 2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაში საქართველოს 2022 წლის „საუკეთესო მოსწავლეთა კომპანია", საქართველოს სახელით მონაწილეობას მიიღებს ევროპის ყველაზე მასშტაბურ „სამეწარმეო განათლების ფესტივალში" რომელიც წელს გაიმართება ესტონეთის დედაქალაქ ტალინში 12-დან 14 ივლისის ჩათვლით. ევროპის სამეწარმეო ფესტივალზე გაემგზავრებიან „წლის საუკეთესო მასწავლებელი" სსიპ ქალაქ თბილისის N175 საჯარო სკოლის პედაგოგი თამარ მოგროშია და „წლის სამეწარმეო სკოლის" სსიპ ქალაქ ბათუმის N16 საჯარო სკოლის წარმომადგენელი, მეწარმეობის პედაგოგი ინგა გეგეშიძე.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)