20:22 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-21 10:58:40, 1524 ნახვა

ეკონომიკა
გაზპრომმა ფინეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტა

რუსეთიდან ფინეთში ბუნებრივი აირის იმპორტი შეჩერებულია, მთელი ზაფხულის სეზონის განმავლობაში კომპანია ბალტიკონექტორის მილსადენით სხვა მომწოდებლებისგან საწვავს შეისყიდის, -  ნათქვამია ფინეთის სახელმწიფო გაზის კომპანია Gasum-ის ვებგვერდზე.

„გაზუმი აბონენტებს ბუნებრივ გაზს სხვა წყაროებიდან Balticconnector მილსადენით მიაწოდებს. გაზის ქსელში გაზის ავტოგასამართი სადგურები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ფინეთის სახელმწიფო გაზის ოპერატორმა Gasgrid Finland-მა დააზუსტა, გაზის მიწოდება შეწყდა იმატრას პუნქტით, ხოლო ქვეყნისთვის საჭირო გაზის მთელი მოცულობა უკვე იმპორტირებულია Balticconnector-ით. კომპანიის ცნობით, „[ფინეთის] გაზის სისტემა ამჟამად დაბალანსებულია“.

„გაზპრომ ექსპორტი“ აპირებს დაიცვას თავისი ინტერესები არბიტრაჟში ფინეთთან, რომელმაც არ მიიღო რუსული გაზის გადახდის ახალი პირობები, განუცხადეს კომპანიამ RBC-ს.

„გაზპრომ ექსპორტი“ დაიცავს თავის ინტერესებს საარბიტრაჟო განხილვებში არსებული საშუალებებით“, - აცხადებენ კომპანიაში.

„გაზპრომ ექსპორტმა“ დასძინა, რომ 20 მაისის სამუშაო დღის ბოლომდე (ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის ვადა) მას არ მიუღია გასუმისგან გადახდა აპრილში გაზის მიწოდებისთვის. ამიტომ, სანამ გადახდა არ მოხდება, ფინურ მხარეს გაზის მიწოდება შეუჩერდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics