14:24 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-29 14:36:13, 1658 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ პირს, რომელმაც ვაზისუბანში მძინარე მშობლები მოკლა და სახლს ცეცხლი წაუკიდა, ბრალი წარუდგინა

პირს, რომელმაც ვაზისუბანში მძინარე მშობლები მოკლა და სახლს ცეცხლი წაუკიდა, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის განცხადებით, დაკავებულმა 27 აპრილს უკანონოდ შეიძინა იარაღი, ოჯახის სხვა წევრების სახლიდან წასვლას დაელოდა, რის შემდეგაც მძინარე მშობლებს თავის არეში მიაყენა ჭრილობა, რომლებიც ადგილზე გარდაიცვალნენ.

„მან უკანონოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი და 27 აპრილს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ოჯახის სხვა წევრების სახლიდან წასვლას დაელოდა, რის შემდეგაც მამის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან მძინარე მამას, ზ.ბ.-ს თავის არეში ესროლა. შემდეგ კი მის მიერ უკანონოდ შეძენილი, სხვა ცეცხლსასროლი იარაღიდან, მძინარე დედას ლ.თ-ს ასევე თავის არეში მიაყენა ჭრილობა. მიყენებული დაზიანების შედეგად ზ.ბ და ლ.თ. ადგილზე გარდაიცვალნენ,"- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

მკვლელობის შემდეგ, დ.ბ-მ დანაშაულის დაფარვის მიზნით საცხოვრებელ ბინას ცეცხლი წაუკიდა.

დ.ბ- ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარება) და 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის ორი წევრის მიმართ) წარედგინა.

დანაშაული 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics