|
2022-04-26 17:53:27, 1710 ნახვა
სამართალი
ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი გაიზარდა და 70 წელი გახდა
77 ხმა ნულის წინააღმდეგ – „ნოტარიატის შესახებ" საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილება პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. საკანონმდებლო ინიციატივა დეპუტატებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა წარუდგინა. კანონის აქამდე მოქმედი რედაქციით, ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრულ ასაკად 65 წელი იყო განსაზღვრული, თუმცა, ნოტარიუსის განცხადებისა და ნოტარიუსთა პალატის დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე, იუსტიციის მინისტრს ჰქონდა უფლებამოსილება, არაუმეტეს 5 წლის ვადით გაეგრძელებინა ნოტარიუსისთვის საქმიანობის უფლება. განხორციელებული ცვლილებით, ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი 65-დან 70 წლამდე ფიქსირებულად გაიზარდა. ამ ასაკის მიღწევამდე უფლებამოსილების განხორციელებას ნოტარიუსები მინისტრისადმი მიმართვისა და შესაბამისი ბრძანების გარეშე შეძლებენ.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)