|
2022-04-26 17:24:50, 1292 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ, პოლიციელზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ ხუთ პირს, პატიმრობა შეუფარდა
საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, პოლიციელზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ ხუთ პირს სენაკის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 24 აპრილს, ქ. სენაკში, გ.წ., ლ.ბ., გ.ჭ., გ.გ., და ა.კ. თავს დაესხნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორ გ.ს.-ს და მას იმ მოტივით, რომ პოლიციელი იყო, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. საქართველოს პროკურატურამ ხუთივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)