|
2022-04-12 18:02:51, 1027 ნახვა
სამართალი
პროკურორი: ნიკო კვარაცხელია არის ნათელი, რომელმაც ამ მოკლე ცხოვრებაში შექმნა დიდებული რამ, ბნელია ის ქმედება, რაც ბრალდებულებმა ჩაიდინეთ
დაცვა ამბობს რომ ბრალდება ცდილობს თეთრზე დაამტკიცოს შავი, მე გეტყვით რა არის ნათელი და ბნელი. ნიკო კვარაცხელია არის ნათელი, რომელმაც ამ მოკლე ცხოვრებაში მოახერხა და შექმნა დიდებული რამ, ბნელი არის ის ქმედება რაც ჩაიდინეთ თქვენ, - ამის შესახებ ნიკო კვარაცხელიას საქმის პროკურორმა, გია შაიშმელაშვილმა სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას განაცხადა. პროკურორმა დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვის შემდეგ რეპლიკით ისარგებლა. ის ადვოკატების განმარტებას გამოეხმაურა ბრალდებულ გიორგი კავილაძესთან დაკავშირებით, რომ ის "შოკურ მდგომარეობაში" იმყოფებოდა. "შოკური მდგომარეობა მესმის 5 წუთი, ნახევარი საათი, 21 დღე იყო შოკურ მდგომარეობაში? პოლიციელების დანახვაზე გაიქცა. რომელ მოტივზე უნდა გვესაუბრა? ვეკითხებით მოტივს და იმის ნაცვლად, სასამართლოში მაინც თქვან სიმართლე, გარდაცვლილს აყენებენ შეურაცხყოფას - "მექალთანე, მშიშარა, არაფრისმაქნისი". თითო ჩანთა ტანსაცმელი ჰქონდათ მომზადებული, რომ გაქცეულიყვნენ. თბილისიდან ბორჯომში წასასვლელად პასპორტები არ მიაქვთ, იქ საბაჟო არ არის. ესენი მთელი ამ ხნის განმავლობაში მობილიზებული იყვნენ, ტანსაცმლით, ფულით, პასპორტით. ეს სრულიად სამართლიანი ბრალდებაა და პასუხი უნდა აგოთ ორივე ბრალდებულმა! ყველამ თავისი როლი შეასრულა კონკრეტულ მოქმედებაში, მკაცრად გადანაწილებული როლები ჰქონდათ - ვინ საჭესთან, ვინ იარაღთან და მივიღეთ ეს შედეგი. დაცვის მხარემ თქვა, ბრალდების მხარე ცდილობს თეთრზე თქვას შავიაო. მე გეტყვით, ნათელსა და ბნელზე. ნათელი იყო ნიკო კვარაცხელია, რომელმაც თავისი ხანმოკლე ცხოვრებით უდიდესი რამე გააკეთა და ბნელია მათი მოქმედებები, რაც გააკეთეს",- განაცხადა შაიშმელაშვილმა. მისივე თქმით, არც ბრალდებულებს და არც ადვოკატებს არ დაუსახელებიათ გოგონას ვინაობა, რომლის გამოც მოკლა აკო ჭელიძემ ნიკა კვარაცხელია.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)