|
2022-04-12 13:18:58, 1571 ნახვა
სამართალი
რეგულირების სააგენტომ, რეცეპტის გარეშე, მედიკამენტების გაცემის ფაქტი 27 აფთიაქში გამოავლინა
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, რეცეპტის გარეშე მედიკამენტების გაცემის ფაქტი 27 აფთიაქში გამოავლინა. სამართალდარღვევა თბილისში, როგორც ქსელურ, ასევე არაქსელურ აფთიაქებში დაფიქსირდა. საუბარია მე-2 ჯგუფს მიკუთვნებულ ფარმაცევტულ პროდუქტზე, რომლის რეცეპტიც 1-ლი მარტიდან მხოლოდ ელექტრონული ფორმით გაიცემა. გამოვლენილ დარღვევებზე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და გადაეგზავნა სასამართლოს. რეგულირების სააგენტო აგრძელებს სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენას. მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაციის კონტროლი, როგორც თბილისის, ასევე რეგიონების მასშტაბით განხორციელდება. შეგახსენებთ, რომ 1-ლი მარტიდან, მეორე ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის რეცეპტი, მატერიალური სახით (ქაღალდზე), აღარ გამოიწერება და დანიშნულება მხოლოდ ელექტრონული ფორმით გაიცემა.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)