17:59 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-07 17:00:25, 1725 ნახვა

რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტში გამწვანების აქცია გაიმართა

კასპის მუნიციპალიტეტში გამწვანების მორიგი აქცია გაიმართა. - ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მუნიციპალიტეტს ნერგები ბუნების მკვლევართა კავშირმა „ორქისმა“ გადასცა.

ფიჭვის, ტუიას, კიპაროსის, ნეკერჩხლის ნერგები კასპის #4, #5 საბავშვო ბაღებს, სოფელ ხოვლეს და ქვემო გომის საჯარო სკოლებს გადაეცათ.

„აქციას შეუერთდა კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერის მოადგილე ზურაბ კოპაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი, კასპის #3 საჯარო სკოლის ეკოკლუბი ,,ლორაქსი"- და სოფელ ხოვლეს სჯარო სკოლის პროექტის „ხელი შევუშალოთ გაუდაბნოება“ წევრები.

ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და კასპის მუნიციპალიტეტის მერია მეხუთე წელია აქტიურად თანამშრომლობენ.

კასპის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის „ორქისის“ ხელმძღვანელებს და აქციის მონაწილეებს ჯანსაღი გარემოს შექმნაში აქტიური დახმარებისთვის.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.


 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics