23:50 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-07 11:27:19, 1104 ნახვა

სამართალი
სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 8 პირი დამნაშავედ ცნო

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, „ქურდული სამყაროს" წევრობასა და „ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული რვა პირი დამნაშავედ ცნო.

"პროკურატურის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ი.გ., თ.ნ., გ.ჯ., ა.ჯ. და ზ.ა. ცნობდნენ და აღიარებდნენ „ქურდული სამყაროს" მიერ დადგენილ, თვითაღიარებულ სპეციალურ წესებს და დანაშაულებრივ კავშირში იმყოფებოდნენ „კანონიერ ქურდებთან" და „ქურდული სამყაროს" სხვა წევრებთან. ისინი აქტიურად მოქმედებდნენ „ქურდული სამყაროს" მიზნების განსახორციელებლად, მათ შორის, კონკრეტული დავების „ქურდული წესით" გადასაწყვეტად და ძალადობრივი ქმედებების განსახორციელებლად „ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდამჭერებს დანაშაულებრივ დაკვეთას აძლევდნენ. გ.რ., ნ.ი., და ბ.ა. გამოხატავდნენ რა „ქურდული სამყაროს" საჯარო მხარდაჭერას, აქტიური ქმედებებით ხელს უწყობდნენ „ქურდული სამყაროს" საქმიანობის განხორციელებას და ასრულებდნენ დანაშაულებრივ დაკვეთებს.

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო - გ.ჯ., ი.გ., თ.ნ. და ზ.ა.  „ქურდული სამყაროს" წევრობისთვის და სასჯელის სახედ და ზომად, გ.ჯ.-ს 8 წლით, ი.გ. - ს 7 წლით და 6 თვით, თ.ნ. - ს 7 წლით, ხოლო ზ.ა.-ს 8 წლით და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ა.ჯ. დამნაშავედ იქნა ცნობილი ქურდული სამყაროს წევრობის, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა/შენახვისთვის და 8 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა;

გ.რ., ნ.ი. და ბ.ა. დამნაშავედ იქნენ ცნობილნი „ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერისთვის და სასჯელის სახედ და ზომად, გ.რ.-ს 5 წლით, ნ.ი.-ს 3 წლით და 6 თვით, ხოლო ბ.ა.-ს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.

საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს." - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics