18:00 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-06 16:10:57, 1797 ნახვა

რეგიონი
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.

მუნიციპალიტეტის 54 სოფელში, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით 628 000 ლარია გათვალისწინებული.

ტბეთში, გოგაძეებსა და ცინარეთში გამართულ შეხვედრებს, მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

როგორც ომარ ტაკიძემ აღნიშნა, პროგრამა ხელს უწყობს, როგორც სოფლად ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ასევე მოსახლეობის ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის ფარგლებში თითოეული სოფლისთვის გამოყოფილი თანხა მიზნობრივად დაიხარჯოს და სოფლის პირველი რიგის აუცილებელ საჭიროებებს მოხმარდეს.

საერთო კრებებზე ადგილობრივებმა პრიორიტეტად გარე განათება და წისქვილის მოწყობა დაასახელეს.

უჩამბის თემის პარალელურად, მოსახლეობასთან შეხვედრები ზამლეთისა და დაბის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში გაიმართა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics