|
2022-04-01 13:15:03, 1267 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერი ომარ ტაკიძე, მერის სათათბირო ორგანოს - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ახალ შემადგენლობას შეხვდა
შუახევის მერი ომარ ტაკიძე, მერის სათათბირო ორგანოს - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ახალ შემადგენლობას შეხვდა. საბჭოს წევრები სხვადასხვა პროფესიის მოქალაქეები არიან, რომლების მერს ინიციატივებს, პროექტებს, რეკომენდაციებს წარუდგენენ და მუნიციპალიტეტის საქმიანობაში აქტიურად ჩაერთვებიან. ომარ ტაკიძემ, საბჭოს წევრებს სრული ნდობა გამოუცხადა და წარმატებული თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. შეხვედრაზე საბჭოს თავმჯდომარედ ვასო ხიმშიაშვილი, მდივნად - მზია გოგაძე აირჩიეს. ისაუბრეს, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის პრიორიტეტებზე, ჯანდაცვისა და სოციალური მომართულებით მოქმედ პროგრამებზე და სამომავლო ღონისძიებებზე. ყურადღება გამახვილდა სამოქალაქო მრჩეველთაა საბჭოს აქტიურ და ეფექტურ მუშაობაზე, ამ მიმართულებით საჭირო ღონისძიებების დაგეგმვის აუცილებლობაზე. მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს - მრჩეველთა საბჭოს საქმიანობის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა, მათი ინტერესების წარმოდგენა, მერსა და მოსახლეობას შორის მჭიდრო ურთიერთობის უზრუნველყოფა. შეხვედრას, მერის მოადგილეები მირიან აბაშიძე, გურამ ზოიძე და რუსუდან შავაძე ესწრებოდნენ.
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
რუსეთი შავ ზღვაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერებაზე თურქეთის შეთავაზებას უარყოფს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)