16:01 - 18 Aug, 2026
|
2022-03-31 20:33:45, 1016 ნახვა
სამართალი
8 წლის ბიჭს, რომელსაც ტროტუარზე მანქანა დაეჯახა, ფეხის ამპუტაცია დასჭირდა
8 წლის ბიჭს, რომელსაც თბილისში, შარტავას ქუჩაზე, ტროტუარზე ავტომანქანა დაეჯახა, მარჯვენა ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ამბობენ, რომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. კლინიკის ინფორმაციით, ბავშვზე ოპერაციული ჩარევები ისევ მიმდინარეობს. მენჯ-ბარძაყის ფიქსაცია ჩატარდა, მუცლის ღრუზე ჩატარდა ოპერაციული ჩარევა და ასევე, ახლა უროლოგიური ოპერაცია მიმდინარეობს. თბილისში, შარტავას ქუჩის ტროტუარზე ავტომანქანა 8 წლის ბავშვს 31 მარტის დილით დაეჯახა. ავტომანქანის მძღოლი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)