|
2022-03-23 17:50:26, 1456 ნახვა
რეგიონი
კასპში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა
კასპის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა. - ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, მოსახლეობასთან შეხვედრები მუნიციპალიტეტის თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე პირველი მოადგილესთან დავით ქისიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა. მათივე ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე გაეცვნენ სოფლების მაცხოვრებლების საჭიროებებს და მათი ინიციატივები მოისმინეს. "შეხვედრაზე მოსახლეობამ სოფლისთვის ის პრიორიტეტები განსაზღვრა, რაც "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ დაფინანსების ფარგლებშია შესაძლებელი. პრიორიტეტად, ძირითადად შიდა საუბნო გზების მოხრეშვა, სანიაღვრე და სარწყავი არხების წმენდის, გარე განათების, სპორტული ინფრასტრუქტურის და ბავშვთა გასართობი სივრცეების მოწყობა დაასახელეს. პროგრამა თითოეულ სოფელში 10 ათასიდან 20 ათას ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას ითვალისწინებს. 2022 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან კასპის მუნიციპალიტეტში 950 000 ლარი დაიხარჯება." - აღნიშნულია ინფორმაციაში.
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
რუსეთი შავ ზღვაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერებაზე თურქეთის შეთავაზებას უარყოფს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)