|
2022-03-22 17:40:09, 1398 ნახვა
რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში, წყლის რესურსების დაცვის მსოფლიო დღე აღინიშნა
შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში, წყლის რესურსების დაცვის მსოფლიო დღე აღინიშნა. ამ დღის მიზანია, მსოფლიო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს, როგორი მნიშვნელობა აქვს წყლის რესურსების მოფრთხილებას და მის დაცვას. ღონისძიებას, შუახევის მუნიციპალიტეტის მერი, ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და აჭარის წყლის ალიანსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შუახევის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე მირიან აბაშიძემ, წარმოადგინა ანგარიში, სადაც ისაუბრა წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის სისტემაში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებსა და არსებულ გამოწვევებზე. გასულ წელს, პანდემიის მიუხედავად წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით განხორციელდა 550 000 ლარის 20-ზე მეტი პროექტი. მიმდინარე წელს, სასმელი წყლის და წყალარინების სისტემების გაუმჯობესების მიზნით, 750 000 ლარის ღირებულების 10 ზე მეტი პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის საზაფხულო იალაღებზე. პროექტების დასრულების შედეგად 1000-ზე ოჯახი ისარგებლებს ახალი წყალმომარაგებით. აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა, აჭარის წყლის ალიანსის გენერალურმა დირექტორმა, თეიმურაზ ბედინაძემ. მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლობით, აჭარის წყლის ალიანსი, აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში, შუახევის მუნიციპალიტეტში სარეაბილიტაციო სამუშაოებს 16 სოფელში განახორციელებს. შესრულდება 26 884 557 ლარის ღირებულების სამუშაოები.
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
რუსეთი შავ ზღვაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერებაზე თურქეთის შეთავაზებას უარყოფს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)