19:17 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-21 15:14:50, 1105 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, სოციალური დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად სპორტული მედიცინისა და რეაბილტაციის ცენტრ „ჯიქი“-ში იმყოფებოდა

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება დაუნის სიდრომის მქონე ადამიანთა ხარდასაჭერად. 2022 წელს ამ დღის მთავარი გზავნილია #ინკლუზიანიშნავს.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, სოციალური დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ინდირა ნაკაიძესთან ერთად სპორტული მედიცინისა და რეაბილტაციის ცენტრში „ჯიქი“ იმყოფებოდა.

ცენტრი ჩართულია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბავშვთა სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამებში. მინისტრი პროგრამების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

„სამედიცინო რეაბილიტაცია სამინისტროს პროგრამების ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს. ამ პროგრამების მოსარგებლეები არიან დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები და მოზარდები, პროგრამები რამდენიმე კომპონენტისაგან შედგება და მორგებულია მათ საჭიროებებზე. 2022 წელს გაიზარდა სამინისტროს ბავშვთა სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამების დაფინანსება, ბენეფიციარებისა და პროგრამებით გათვალიწინებული სეანსების რაოდენობა“, - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

2021 წელთან შედარებით მიმდინარე წელს ბავშვთა სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის პროგრამების დაფინანსება გაიზარდა 1 120 120 ლარით და შეადგენს 3 884 800 ლარს.

მიმდინარე წელს სამინისტროს პროგრამებით ისარგებლებს 2000-ზე მეტი ბავშვი. დაფინანსდება 15 900 სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის კურსი. სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის მიმართულებით სამინისტრო 6 პროგრამას ახორციელებს, კერძოდ ფინანსდება: - ბავშვთა ადრეულ განვითარება, ბავშთა ფსიქოსომატური აბილიტაცია/რეაბილიტაცია, აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია, ძვალ-სახსროვანი სისტემის დეფორმაციის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია, სმენაპროტეზირებულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაცია, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა სოციალური ადაპტაცია.

სამინისტროს პროგრამების ფარგლებში ბენეფიციარებს სერვისებს აწვდის 17 სარეაბილიტაციო ცენტრი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics