17:35 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-17 13:22:58, 1070 ნახვა

სამართალი
ვახტანგ გომელაური: შსს-ში 2021 წელს, ბოლო წლების განმავლობაში პირველად, ყველაზე მასშტაბური გადაიარაღება განხორციელდა

შინაგან საქმეთა სამინისტროში 2021 წელს, ბოლო წლების განმავლობაში პირველად,   ყველაზე მასშტაბური გადაიარაღება განხორციელდა. - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში  ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა.

„2021 წელს, ბოლო წლების განმავლობაში პირველად,  განხორციელდა ყველაზე მასშტაბური გადაიარაღება. თანამედროვე სტანდარტების „გლოკის“ ტიპის სამსახურებრივ-საშტატო იარაღით აღიჭურვა  განსაკუთრებულ დავალებათა, საპატრულო პოლიციის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლების ნაწილი.  გადაიარაღების პროცესი  წელსაც გაგრძელდება.

2021 წელს გურჯაანის პოლიციის ახალი ადმინისტრაციული შენობა აშენდა. ახალი შენობა 100-ზე მეტ თანამშრომელზეა გათვლილი. პოლიციის ახალ შენობაში, გურჯაანის პოლიციის სამმართველოს გარდა, ერთ სივრცეში განთავსდა საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახური, დაცვის პოლიცია, დროებითი მოთავსების იზოლატორი და კინოლოგიის სამსახური.

გასულს წელს თუშეთში, სოფელ ომალოში პოლიციის ახალი შენობა აშენდა. შენობა სრულად შეესაბამება მაღალმთიანი რეგიონის პირობებს და აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. ამჟამად ახალ შენობაში პოლიციის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. მასშტაბურად განახლდა ავტოპარკი - ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ავტოპარკის განახლება ემსახურება ეფექტიანი პოლიციური საქმიანობის და ოპერატიული რეაგირების, ასევე, ჩვენი თანამშრომლების სიცოცხლის უსაფრთხოების მიზნებს“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
„სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებისთვის ბენზინს ეძებს
სასამართლომ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე 2000 ლარით დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics