|
2022-03-11 12:40:44, 1668 ნახვა
რეგიონი
სამცხე-ჯავახეთიდან უკრაინის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა
საქართველოს პრემიერის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა. დღეს სამცხე -ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებით უკრაინის დასახმარებლად შეგროვილი ჰუმანიტარული ტვირთი, რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტებიდან აქტიურად გაიგზავნა. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ბესიკ ამირანაშვილი და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი, ოთარ არბოლიშვილი ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნის პროცესს ადგილზე გაეცნენ. სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებმა ჰუმანიტარული ტვირთის შესაძენად სარეზერვო ფონდიდან გამოყვეს ფინანსური რესურსი. რეგიონის მასშტაბით, ექვსივე მუნიციპალიტეტში, სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს და მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავიანთი წვლილი შეეტანათ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად მიმდინარე ჰუმანიტარულ აქციაში. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს შეგროვილი ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას უკრაინაში
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
რუსეთი შავ ზღვაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერებაზე თურქეთის შეთავაზებას უარყოფს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)