13:45 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-27 10:00:48, 835 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის ჯარმა კიევის დაბომბვისას რადიოაქტიური ობიექტი ააფეთქეს

კიევის დაბომბვის შედეგად რუსული რაკეტები რადიოაქტიური ნარჩენების განთავსების ობიექტს მოხვდა. ამის შესახებ უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექცია იტყობინება.

„2022 წლის 27 თებერვლის მდგომარეობით, კიევის დროით 01:20 საათისთვის, კიევის მასობრივი დაბომბვის შედეგად რუსეთის ფედერაციისთვის ხელმისაწვდომი ყველა ტიპის საზენიტო და სარაკეტო იარაღით, ჭურვები მოხვდა კიევის რადიოაქტიური ნარჩენების განთავსების ადგილზე. რადონის ასოციაციის ფილიალმა.“, - ნათქვამია განცხადებაში.

 მიმდინარე მასიური დაბომბვის შედეგად, ნგრევის მასშტაბის შეფასება შეუძლებელი გახდა.

"რადიაციული მონიტორინგის ავტომატური სისტემა მწყობრიდან არის გამოსული. მაგრამ სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს ჭურვების ვარდნა", - განაცხადეს სახელმწიფო ინსპექციაში.

სახელმწიფო ბირთვული მარეგულირებელი სააგენტოს წინასწარი შეფასებით, სანიტარიული დაცვის ზონის გარეთ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება და პეჩერსკაიას მეტროსთან რადიაციული ფონი ნორმალური და უცვლელი იყო.

გარდა ამისა, რუსულმა ჯარებმა ხარკოვში გაზსადენი ააფეთქეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics