|
2022-02-22 21:25:05, 1415 ნახვა
რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტის გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს
კასპის მუნიციპალიტეტის კოდისწყაროს ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს სოფლების ქვემო რენეს და ნიგოზას ადგილობრივი მნიშვნელობის თბილისი - სენაკი - ლესელიძეს ავტობანთან დამაკავშირებელი, ასევე ზემო და ქვემო რენეს ერთმანეთთან შემაერთებელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები. ამის შესახებ კასპის მუნიციპალიტეტი იუწყება. მათივე ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობა ადგილზე დაათვალიერეს შიდა ქართლის მხარის რწმუნებულმა ვალერიან მჭედლიძემ, მოადგილე სიმონ გულედანმა და კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.
„ამჟამად მზადდება გზის საფუძველი, ეწყობა რკინა ბეტონის კიუვეტები, მოეწყობა ეზოში შესასვლელები და დაიგება ასფალტის ფენა. ორივე სოფლის გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „იბოლია“ ასრულებს. პროექტი გარდამავალია, გასულ წელს სოფელ ჩობალაურის და ზემო რენეს გზის მოასფალტების სამუშაოები ჩატარდა. პროექტის სრული სამუშაოების ღირებულება 1 336 200 ლარია. ავტობანთან დამაკავშირებელი ოთხივე სოფლის ამორტიზირებულ გზაზე გაჩენილი იყო ორმოები, სანიაღვრე არხის არქონის გამო დაზიანების ხარისხი იზრდებოდა, გადაადგილება უჭირდა როგორც ქვეითად მოსიარულეებს ისე სატრანსპორტო საშუალებებს. პროექტის განხორციელება უზრუნველყოფს არსებული პრობლემის მოგვარებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)