19:12 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-10 16:27:31, 1653 ნახვა

სამართალი
საია - ევროპულმა სასამართლომ პოლიციელის მიერ მოკლული 19 წლის ცოლის საქმეზე დარღვევა დაადგინა

„ევროპულმა სასამართლომ პოლიციელის მიერ ჩადენილი ფემიციდის საქმეზე დარღვევა დაადგინა“, - ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იუწყება.

არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებით, 2022 წლის 10 თებერვალს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე, 19 წლის სალომე ჯორბენაძის მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა. 

შემთხვევა 2014 წლის 25 ივლისს, ზესტაფონში მოხდა. მკვლელობაში დამნაშავე ყოფილი ქმარი, ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი, სერგი საცერაძეა, რომელმაც სამსახურებრივი საშტატო იარაღით მეუღლე მოკლა.

საია-ს ცნობით, მკვლელობამდე სალომე მიმართავდა ზესტაფონის პოლიციას, პროკურატურას და შსს-ს გენერალურ ინსპექციას და მოძალადისგან დაცვას ითხოვდა. მიუხედავად ამისა, მოძალადის შესაჩერებლად კანონით გათვალისწინებული ზომები არ გატარდა.

„ევროპულმა სასამართლომ საქმეზე სიცოცხლის უფლების (ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი) და დისკრიმინაციისგან დაცვის (ევროპული კონვენციის მე-14 მუხლი) უფლების დარღვევა დაადგინა.
ამ საქმეს საია აწარმოებდა ორგანიზაციებთან ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC) და პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) თანამშრომლობით“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics