|
2022-02-02 16:48:37, 1019 ნახვა
რეგიონი
სოფელ ზემო ხანდაკში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკში საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, შენობას უკვე შეეცვალა სახურავი და კარ-ფანჯრები (მეტალოპლასმაი) ხოლო შესავლელი კარი რკინის კარით შეიცვალა, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა. „ამჟამად მიმდინარეობის კედლების ლესვითი და ჭერის მოწყობის სამუშაოები. პროექტით გათვალისწინებულია სანტექნიკის, ელექტრო გაყვანილობის, სასმელი წყლის და საკანალიზაციო სისტემების, იატაკის შეცვლა. სამზარეულოს, ჭერის განახლება, გარე კიბეების და ბაქანის ბაზალტის ფილებით მოპირკეთება, ლიფტის, ცენტრალური გათბობის მოწყობა და სამღებრო სამუშაოები. კეთილმოეწყობა საბავშვო ბაღის ტერიტორია, სადაც საბავშვო ატრაქციონები განთავსდება. საბავშვო ბაღი ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის. საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაციას ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს“მეტალ+“ ახორციელებს, რომელსაც რეგიონალური განვითარების ფონდი და ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს. საბავშვო ბაღის შენობა 4 სააღმზრდელო ჯგუფზეა გათვალისწინებული და ათეული წლებია კაპიტალური რეაბილიტაცია არ ჩატარებია“, - აღნიშნულია განცხადებაში.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)