|
2022-01-25 14:54:36, 838 ნახვა
სამართალი
მეტროში პოლიციელის მიერ ნაცემი შშმ პირის უფლებებს საქართველოს იურისტთა ასოციაცია დაიცავს
საია ისნის მეტროში პოლიციელების მხრიდან შშმ მოზარდის მიმართ განხორციელებული ძალადობის საქმეში არასრულწლოვნის ინტერესებს დაიცავს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საქართველოს იურისტთა ასოციაციაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, უახლოეს პერიოდში საიას ადვოკატი საგამოძიებო უწყებას მიმართავს საქმის მასალების გაცნობის მოთხოვნით. მასალების გაცნობის შემდეგ კი, არასრულწლოვანთან შეთანხმებით, დაიგეგმება შემდეგი ნაბიჯები. ამასთანავე, საია მოუწოდებს მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ უშუალოდ არასრულწლოვანთან კომუნიკაციისგან და დაიცვან არასრულწლოვანი პირების საქმეების გაშუქებისთვის დადგენილი სტანდარტები. საია-ში აცხადებენ, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გამოძიების მსვლელობის თაობაზე ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით მიაწვდიან.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)