|
2022-01-13 11:37:23, 2694 ნახვა
რეგიონი
სოფლებში COVID 19-ის ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო გააქტიურების მიზნით შეხვედრები განახლდა
აჭარი ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე და მინისტრის მოადგილე, მარი ზანაქიძე, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტებში არსებული ეპიდემიური ვითარება და ვაქცინაციის პროცესი. შეხვედრის მონაწილეები ასევე გაეცნენ სამინისტროს 2022 წლის პროგრამულ სიახლეებსაც. ,,შეხვედრების ძირითადი მიზანია ეპიდვითარება და ვაქცინაციების მიმდინარეობდა. აჭარაში სამიზნე კონტიგენტის 85%-მდე უკვე ვაქცინირებულია. კერძოდ, ხულოსა და შუახევში მაჩვენებელი 80%-ზე მეტია, თუმცა დაისახა დამატებითი რეკომენდაციები სამიზნე მაჩვენებლის სრულად დაფარვისათვის. ასევე, სამედიცინო პერსონალს მიეწოდა ინფორმაცია, სამინისტროს 2022 წლის პროგრამული სიახლეების შესახებ და ეთხოვათ მხარდაჭერა აღნიშნული სიახლეების მოსახლეობისათვის გაცნობის მიზნით" - აღნიშნა, ნინო ნიჟარაძემ. ,,კოვიდვაქცინაცია გრძელდება შორეულ სოფლებშიც, კარდაკარის პრინციპით, ყველა ოჯახში შევდივართ ვაქცინის ჩასატარებლად. პროცესში ატიურად არიან ჩართულები უბნის ექიმები, ფიზიკური პირები, ექთნები. ვიმედოვნებთ, რომ აქტიურობა კვლავ გაგრძელდება და მალე მივაღწევთ სასურველ მიზანს" - განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის შუახევის განყოფილების უფროსმა, ფიქრია ჯუმუშაძემ. შეხვედრას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტების ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლები, სოფლის ექიმები, თემის სამედიცინო პუნქტის ექთნები, სასწრაფოსა და რაიონული საავადმყოფოს ხელმძღვანელები, ადგილობრივი სოციალური სააგენტოს უფროსები. დღემდე აჭარაში ჩატარებულია 302 298-ზე მეტი ვაქცინა, სრულად ვაქცინირებულია სამიზნე კონდიგენტის 85.1%.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)