21:04 - 18 Aug, 2026
|
2022-01-11 14:19:55, 1739 ნახვა
სამართალი
ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე გადაწყვეტილება 12 იანვარს, 11:00 საათზე გამოცხადდება
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საბოლოო სასამართლო სხდომა გაიმართა. სასამართლო სხდომაზე მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს. ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე გადაწყვეტილება 12 იანვარს, 11:00 საათზე გამოცხადდება. იმ შემთხვევაში, თუ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელი გამტყუნდებიან, მათ 12-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე აქვთ წარდგენილი, რაც შეეხება ავთანდილ წერეთელს. ბრალდება წარდგენილია მის მიერ 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)