|
2022-01-11 12:32:04, 1637 ნახვა
სამართალი
დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა
დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მენაბდეს პატიმრობა 10 წლითა და 6 თვის ვადით მიესაჯა. - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტახნის წინ გამოცხადდა. გიორგი მენაბდის უფლებადამცველის განცხადებით, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას გააპროტესტებენ. შეგახსენებთ, 2017 წლის 1 დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს, არასრულწლოვან დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს. 16 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი მენაბდეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ ჯგუფურ მკვლელობას გულისხმობს. მანამდე, გიორგი მენაბდე სასამართლო პროცესებში წლების განმავლობაში, მოწმის სტატუსით მონაწილეობდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)