|
2021-12-31 20:34:14, 1692 ნახვა
სამართალი
ძალადობრივი ჯგუფის წევრი ბექა ვარდოსანიძე დააკავეს
ქართული მარშის წევრი და ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენელი, ბექა ვარდოსანიძე დააკავეს. ლომიძის თქმით, ვარდოსანიძე პოლიციელისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო დააკავეს. "პოლიციაში შესვლისას მოგვიწია ცოტა ხნით ლოდინი. ვერ წარმოვიდგენდით, რომ ასე განვითარდებოდა სიტუაცია. ჩვენ გვეგონა, რომ მისული ვიყავით ჟურნალისტის მიერ განცხადების შეტანის საფუძველზე. მერე როგორც აღმოჩნდა, როგორც პოლიციის უფროსმა განმიმარტა, ბექას დაკავება მოხდა პოლიციელისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, რაც არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და ითვალისწინებს ფულად ჯარიმას, ან 15-დღიან პატიმრობას". – თქვა ადვოკატმა თემურ ლომიძემ. 30 დეკემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა, ქეთი თუთბერიძემ ბექა ვარდოსანიძეს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ბრალდებით უჩივლა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)