|
2021-12-30 19:36:38, 1721 ნახვა
სამართალი
„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ოფიციალურად დამტკიცდა
საქართველოს პარლამენტმა, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებები დაამტკიცა. კანონპროეტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის მიმართ დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების კვორუმის შემცირებას გულისხმობს. ამიერიდან, შესაბამისი გადაწყვეტილებები საბჭოს შემადგენლობის უმრავლესობით მიიღება. ამასთან ერთად, მოსამართლეთა სხვა სასამართლოში მივლინების მაქსიმალური ვადაც ერთი წლის ნაცვლად, ორ წლამდე ვადით გაიზრდება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კანონში შეტანილი ცვლილებებით, აკრძალვა, რომლის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ერთი და იგივე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევა შეუძლებელია უქმდება. მოსამართლეთა მიმართ ახალი დისციპლინური სახდელებთან დაკავშირებით კი, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის დაქვეითება რაიონულ სასამართლოში, არაუმეტეს ხუთი წლის განმავლობაში და სხვა სასამართლოში გადაყვანა არაუმეტეს ხუთი წლის განმავლობაში კანონს აღარ დაემატა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)