|
2021-12-29 20:40:07, 1705 ნახვა
სამართალი
პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტი, 1-ლი მოსმენით მიიღო
საქართველოს პარლამენტმა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ დაყენებული კანონპროექტი პირველი მოსმენითვე მიიღო. კანონპროექტის მიღებას მხარი პარლამენტის 82 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 13-მა კი, ხმა მის წინაღმდეგ მისცა. მმართველი გუნდის, „ქართული ოცნების“ განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ნაცვლად ორი ახალი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეიქმნება. მათივე ცნობით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია მიენიჭება, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს კი, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის, ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია დაეკისრება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)