|
2021-12-29 14:34:20, 2311 ნახვა
რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის სახელობის სტიპენდიის კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს სტიპენდია გადასცა
შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ, მაღალმთიანი აჭარისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარ დეპუტატთან აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრიდონ ფუტკარაძესთან და მოადგილე რუსუდან შავაძესთან ერთად, ენათმეცნიერის, პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის სახელობის სტიპენდიის კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს სტიპენდია გადასცა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. შუახევის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონკურსი მიზანად ისახავს, სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული სტუდენტების წახალისებას. ,,სტიპენდია, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით წელს პირველად დაარსდა, განკუთვნილია მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებისთვის. გვსურს, მათი მოტივაცია უფრო მეტად გაიზარდოს, ეს არის მოკრძალებული ინვესტიცია ჩვენსავე მომავალში. მათ უნდა შევუქმნათ გარემო უკეთესი კვალიფიკაციისა და განათლებისთვის. კონკურსში გამარჯვებულ ოთხ სტუდენტს, ერთჯერადად 500 ლარი სტიპენდია გადავეცით. კონკურსი მომავალ წელსაც გაგრძელდება და შევძლებთ უფრო მეტი სტუდენტის წახალისებას“- განაცხადა ომარ ტაკიძემ.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|



ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)