|
2021-12-21 09:35:12, 1160 ნახვა
სამართალი
გერმანიაში დაკავებული გიორგი კალანდაძის საქმეში უკრაინელი კონსულები ჩაერთნენ
გერმანიაში დაკავებული, გენერალ გიორგი კალანდაძის დაცვის საქმეში უკრაინელი კონსულები ჩაერთნენ. უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა. უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, კალანდაძეს უკრაინის მოქალაქეობა აქვს. „უკრაინის საელჩო გერმანიაში ინფორმირებულია 19 დეკემბერს ბერლინ-ბრანდერბურგის აეროპორტში უკრაინის მოქალაქის გიორგი კალანდაძის დაკავების შესახებ“, – აღნიშნა ნიკოლენკომ. ცნობისთვის, გიორგი კალანდაძემ, რომელიც ბერლინის აეროპორტში 19 დეკემბერს დააკავეს, უკრაინის მოქალაქეობა 2019 წლის 20 დეკემბერს პრეზიდენტ ზელენსკის განკარგულებით მიიღო. ქართული მხარე მას ელბერტ კობერიძის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთასა და წამებაში მონაწილეობას ედავება, რაც 12-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გიორგი კალანდაძემ საქართველო 2012 წელს დატოვა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)