|
2021-12-20 19:22:51, 958 ნახვა
სამართალი
რამაზ გერლიანის და - რისგან ვართ დაცულები, თუ მივდივართ პოლიციასთან დახმარების მიზნით და ისინი ჩვენ თხოვნას, ფეხებზე იკიდებენ?!
მიმართა ჩემმა ძმამ პოლიციას. თხოვდა, რომ გაერკვიათ ვინ იყო ეს პიროვნება და რა საქმე ჰქონდა თავის ოჯახში, რატომ შეიჭრა. რისგან ვართ დაცულები, თუ ჩვენ, ადამიანები მივდივართ პოლიციასთან დახმარების მიზნით და ისინი ჩვენ თხოვნას, ფეხებზე სრულიად იკიდებენ?!“, - ამის შესახებ, გაუჩინარებული ეკონომისტის, რამაზ გერლიანის დამ, ნანა გერლიანმა მედიასთან განაცხადა. მისივე თქმით, გაუჩინარებული რამაზ გერლიანის ყოფილი მეუღლე იმ პოლიციელის შანტაჟის მსხვერპლია, რომელიც ოჯახის პირად სივრცეში შეიჭრა. რისგან ვართ დაცულები, თუ ჩვენ ადამიანები მივდივართ პოლიციასთან დახმარების მიზნით და ისინი ჩვენ თხოვნას, ბოდიში და იკიდებენ სრულიად ფეხებზე?! პოლიციელი იყო დასახელებული, რომელიც უკანონოდ შეიჭრა ჩემი ძმის პირად სივრცეში. ასევე, შეიჭრა ოჯახში, სადაც ყოფილი მეუღლე და შვილები იყვნენ და ცდილობდა მათგან მოეძია რაღაც ინფორმაცია. 14 ნოემბერს, ამის გამო მიმართა ჩემმა ძმამ პოლიციას, თხოვდა, გაერკვიათ ვინ იყო ეს პიროვნება და რა საქმე ჰქონდა თავის ოჯახში, რატომ შეიჭრა. ყოფილი მეუღლე, ზოგჯერ გვეუბნებოდა, რომ იყო თავისი მეგობარი, ზოგჯერ კი კატეგორიულად ამბობდა, რომ არ ვიცნობ, რა ვიცი, შემთხვევით მოვიდა. ყოფილი მეუღლე არაფერ შუაშია, ის არის გამოყენებული. მან არაფერი არ იცის, იგი შანტაჟის მსხვერპლია“, - აღნიშნა ნანა გერლიანმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)