|
2021-12-17 10:31:03, 953 ნახვა
რეგიონი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა რეხვიაშვილს ბოლნისის საპატიო მოქალაქის ჯილდო გადასცა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ყოფილ დეპუტატს, ბოლნისის კოლორიტსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავჯდომარეს, შოთა რეხვიაშვილს, 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა ბოლნისის საპატიო მოქალაქის ჯილდო პირველ მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთან ერთად გადასცა. უწყების ცნობით, საპატიო მოქალაქის ჯილდო შოთა რეხვიაშვილმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაიმსახურა. შოთა რეხვიაშვილი, კარიერის განმავლობაში, როგორც საჯარო ისე კერძო სექტორში მენეჯერულ პოზიციებს იკავებდა. 2013 წელს ის ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატად აირჩიეს. 2019 წლიდან დღემდე კი შოთა რეხვიაშვილი მერის სათათბირო ორგანოს - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავჯდომარეა. „75 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ბოლნისის კოლორიტ შოთა რეხვიაშვილს, ბოლნისის საპატიო მოქალაქის ჯილდო გადავეცით. ბატონ შოთას ჩვენი მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის. ის დღემდე აქტიური მოქალაქეა და სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავჯდომარის საპასუხისმგებლო თანამდებობასაც იკავებს. ადგილობრივი თვითმმართველობა ყოველთვის აფასებს მუნიციპალიტეტის გამორჩეულ მოქალაქეებს და ბატონი შოთასთვის საპატიო მოქალაქის ჯილდოს გადაცემა ამის ნათელი დასტურია. ვიმედოვნებ, შოთა რეხვიაშვილი კვლავ აქტიურად გააგრძელოებს საზოგადეობრივ საქმიანობას და ამით მაგალითს მისცემს ჩვენს ახალ თაობას“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
ნინო სუხიშვილი მიმართვას ავრცელებს
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)