20:24 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-13 12:06:32, 1168 ნახვა

რეგიონი
„ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ მობილურმა ამცრელმა ბრიგადამ სოფელ ბოლნისის მოსახლეობა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა

„ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ მობილურმა ამცრელმა ბრიგადამ სოფელ ბოლნისის მოსახლეობა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა. - ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში იმუნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. „ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ბაზაზე შექმნილმა მობილურმა ამცრელმა ბრიგადამ მასობრივი ვაქცინაცია ამჯერად სოფელ ბოლნისში განახორციელა.

მათივე ინფორმაციით, მობილურმა ამცრელმა ბრიგადამ კორონავირუსის საწინააღმდეგო „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ ვაქცინა 30-მდე ადამიანს გაუკეთა.

"ამ ეტაპზე ბოლნისის მუნიციპალიტეტში სამი მობილური ამცრელი ბრიგადა მუშაობს. ჯგუფები  იმუნიზაციისა და პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის საჭირო ყველა ხელსაწყოთი არიან აღჭურვილები.

აღსანიშნავია, რომ მობილური ბრიგადების გარდა, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღება ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში, შპს „ტრიომედში“, დაბა კაზრეთის პოლიკინიკასა და სოფელ ქვეშის საექიმო ამბულატორიაშია შესაძლებელი." - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
ნინო სუხიშვილი მიმართვას ავრცელებს
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics