|
2021-12-09 15:38:52, 1218 ნახვა
რეგიონი
აჭარის ტურისტული პროდუქტების წარმოსაჩენად საიმიჯო ფოტობაზის განახლება მიმდინარეობს
რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების წარმოჩენის მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საიმიჯო ფოტობაზას ანახლებს. ფოტოგადაღებებში ორი ცნობილი ფოტოგრაფია ჩართული, რაც ერთის მხრივ აჭარის, როგორც ოთხი სეზონის ტურისტული მიმართულების წარმოჩენას, მეორეს მხრივ კი აჭარული სამზარეულოს პოპულარიზაციას ემსახურება. აჭარული სუფრისა და გასტრონომიის გადაღებებისას ფოტოგრაფის ობიექტივში 15-მდე აჭარული კერძი, ავთენტურ გარემოში გაშლილი ქართული სუფრა, თევზის ნატურმორტი, მანდარინობის რთველი და თევზაობის პროცესი მოხვდა. მასზე ფოტოგრაფი ირმა შარიქაძე მუშაობდა. რეგიონის სარეკლამო-საიმიჯო ფოტოგადაღებისას, რომელზეც ზურა ქართველიშვილი მუშაობს, აქცენტი აჭარის სამთო, საზღვაო, ეკო და სათავგადასავლო ტურისტული პროდუქტებზე გაკეთდა. გადაღებები ბათუმში, ბოტანიკურ ბაღში, რეგიონის ეროვნულ პარკებსა და აჭარის ტურისტულად აქტიურ სოფლებში ივლისიდან მიმდინარეობს. განახლებული საიმიჯო ფოტოებით აჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო მედიასაშუალებებსა და ონლაინ პლატფორმებზე 2022 წლიდან იგეგმება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)