|
2021-12-05 13:55:55, 1052 ნახვა
სამართალი
თბილისში არასრულწლოვნის მკვლელობის გამო, ორი პირი დააკავეს
თბილისში არასრულწლოვნის მკვლელობის გამო, ორი პირი დააკავეს დედაქალაქის პოლიციის დეპარტმენტმა, 4 დეკემბერს მომხდარი მკვლელობის ბრალდებით, 2004 და 2005 წელს დაბადებული პირები დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. გარდაცვლილია 2006 წელს დაბადებული პირი. მას სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღიდან ჰქონდა მიყენებული. დაშავებული არასრულწლოვანი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციამ ეჭვმიტანილები შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და 376- ე მუხლის მე- 3 ნაწილით მიმდინარეობს. აღნიშნული წინასწარი შეცნობით, აარასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)