03:08 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-18 14:02:20, 1113 ნახვა

სამართალი
ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს, რაც სავარაუდოდ, თბილისში ქალის მკვლელობას ეხება

ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის, ზურაბ ბერიძის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებები, ჩხრეკა მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, ბერიძის სახლში სამართალდამცველების ჩხრეკა, სავარაუდოდ, თბილისში, საბურთალოზე მომხდარ მკვლელობას უკავშირდება.

როგორც ცნობილია, თბილისში, გაზაფხულის ქუჩაზე მოკლული ქალი ანასტასია შატალოვაა, რომელსაც ბათუმის ყოფილ ვიცე-მერთან მცირეწლოვან შვილთან დაკავშირებით დავა ჰქონდა.

როგორც გარდაცვლილი ქალის მეზობლები აცხადებენ, მათ წუხელ, გვიან ღამით რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს და შემთხვევის ადგილიდან გაქცეული მამაკაცი დაინახეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინაროებს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics