00:15 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-28 16:23:36, 1849 ნახვა

რეგიონი
აჭარაში სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის გამარჯვებული ბენეფიციარები გამოვლინდნენ

„სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა" პროგრამის 2021 წლის გამარჯვებული ბენეფიციარები გამოვლინდნენ. ასევე, პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული მეწარმეების პროდუქციის გამოფენა მოეწყო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად პროგრამის მონაწილე მეწარმეებს შეხვდა.

 ,,სოფლად მეწარმეობის მხარდაჭერა თითოეული მეწარმის, ფერმერის მხარდაჭერა არის ჩვენი მთავრობისთვის პრიორიტეტი. მოხარული ვარ, რომ უკვე ორი წელია, სოფლად მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამა ეფექტურად და ძალიან წარმატებით ხორციელდება. 2 წლის ჭრილში გვყავს 30-ზე მეტი ბენეფიციარი, რომლებმაც მოახდინეს როგორც არსებული ბიზნესის მოდერნიზება, გაფართოება, ასევე გვაქვს ახალი წამოწყებები, ინიციატივები და მომავალშიც გავაგრძელებთ თითოეული ფერმერის, აგრომეწარმის მხარდაჭერას. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მუნიციპალიტეტში ინკლუზიურად ხდებოდეს სოფლის მეურნეობის განვითარება, იქმნებოდეს ახალი სამუშაო ადგილები და სოფლის მეურნეობა იყოს კიდევ უფრო მდგრადი" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ მეწარმეებთან შეხვედრისას.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროსერვის ცენტრის ,,სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის" პროგრამა 2 წელია მოქმედებს და მიზნად ისახავს მეწარმეების ხელშეწყობას, როგორც არსებული ბიზნესის გაფართოება/მოდერნიზირებას, ასევე ახალი ბიზნესის სტიმულირებას. მიმდინარე წელს „სოფლად მეწარმეობის ხელშეწყობა" საგრანტო პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 1 175 219 ლარს. წელს 15 ბენეფიციარმა მოიპოვა აგროსერვის ცენტრის თანადაფინანსება, ხოლო 2020 წელს პროგრამით 18 ბენეფიციარმა ისარგებლა. პროგრამით ბენეფიციარის განაცხადის საინვესტიციო ღირებულების 70% ფინანსდება. პროექტის მიზანია სოფლად მცხოვრებ ფერმერთა ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის შესაბამისი პირობების უზრუნველყოფა, სამეწარმეო საქმიანობის განვითარება და მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics