|
2021-09-24 12:44:54, 1780 ნახვა
რეგიონი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულმა ცენტრმა, აჭარას 19 ერთეული სავაქცინე მაცივარი გადასცა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულმა ცენტრმა, აჭარას 19 ერთეული სავაქცინე მაცივარი გადმოსცა. სავაქცინე მაცივრები გათვალისწინებულია იმ სამედიცინო დაწესებულებებზე, სადაც მიმდინარეობს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, მაცივრების განაწილების პროცესს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე მოადგილესთან, მარი ზანაქიძესთან ერთად გაეცნო. ,,სავაქცინე მაცივრები გადანაწილდა აჭარის მუნიციპალიტეტების მიხედვით. კონკრეტულად იმ დაწესებულებებზე, სადაც ცივი ჯაჭვის აღჭურვილობა იყო მოძველებული და საჭიროებდა განახლებას. ბათუმში სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებიც იმუნიზაციის პროცესში არიან ჩართულნი 11 მაცივარი გადაეცათ, რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს, 8 მაცივარი არის სოფლის ამბულატორიებისათვის გათვალისწინებული, თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ მანამდე, ცივი ჯაჭვის სისტემის გასაახლებლად საგანგებო სიტუაციებზე დაკვირვების ცენტრის მიერ, სავაქცინე მაცივრები გადაცემული იქნა სოფლის ამბულატორიებზე. მუნიციპალიტეტებში უკვე სოფლის ამბულატორიების დონეზე ვაქცინაციის პროცესი დაწყებულია, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელობა ჰქონდა ცივი ჯაჭვის განახლებას. აღნიშნული სისტემის მოწესრიება არის მთავარი ამოცანა, იმისათვის რომ ვაქცინის უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი", - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ. დღემდე აჭარაში ჩატარებულია 198 428 დოზა ვაქცინა, მ.შ. ორი დოზა ჩატარებულია აქვს 85 685 ადამიანს. ერთი დოზით აცრილია მოსახლეობის 32 %, მ.შ. ზრდასრული მოსახლეობის 41,6 %. ორი დოზით აცრილია მოსახლეობის 24.3 %, მ.შ. მოზრდილი მოსახლეობის 31.6 %.
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)