|
2021-09-23 18:21:31, 1554 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე - პროექტები „განახლებული რეგიონების" პროგრამით აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში ხორციელდება
პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის „განახლებული რეგიონები" ფარგლებში, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. ხულოში დაწყებულია მემედ აბაშიძის ქუჩის რეაბილიტაცია, ქედაში კი მიმდინარეობს დაბის ცენტრალური ნაწილის რეკონსტრუქცია. სამუშაოების მიმდინარეობას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე გაეცნენ. „პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს დაბების რეაბილიტაცია და ეს მართლაც შთამბეჭდავი პროექტებია. მათი დასრულების შემდეგ დაბები იქნება კეთილმოწყობილი და ადგილობრივ მოსახლეობას კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს გაუჩენს ტურიზმისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის,"-განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. აჭარის მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს აჭარაში მიმდინარე პროექტების შემჭირდოვებულ ვადებში განხორციელებისთვის. 4-წლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია, ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტების და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს. სამშენებლო სამუშაოები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს.
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)